კონსულტაცია:  ჩვენი კონსულტანტები კვალიფიციურ და მაღალი დონის მომსახურებას გაგიწევენ;

დისტრიბუცია: შპს “ოცნებას” საკუთარი სასაწყობე ობიექტი და ავტოპარკი აქვს, საიდანაც  პროდუქციის გადაზიდვის მომსახურებას ოპერატიულად და უსაფრთხოდ ახორციელებს. ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა. კომპანიის მიზანი, მომხმარებლისთვის ხარისხიანი და მრავალფეროვანი სამშენებლო მასალების შეთავაზებაა. ჩვენთან ყველასთვის  ფასები მისაღებია.

უპროცენტო განვადება

განვადებით სარგებლობის წესები:

• "ოცნების სახლის" მაღაზიათა ქსელსა და საწყობში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სამშენებლო მასალები;
• "ოცნების სახლის" კონსულტანტები ინვოისს თქვენთან შეთანხმებით შეადგენენ;
• ინვოისი და პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოთ  და შეავსოთ განაცხადი ს.ს. ,,თიბისი ბანკის” ფილიალებში:
• რამდენიმე წუთში მიიღებთ პასუხს განვადების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც გააფორმეთ განვადების ხელშეკრულება  ს.ს. ,,თიბისი ბანკთან”. 
• ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარმოადგინეთ ბანკის მიერ გაცემული სპეციალური მიმართვა და ,,ოცნების სახლი” კი  განვადებით დამტკიცებულ საქონელს მოგაწვდით.

განვადების  პირობები
• განვადების მინიმალური თანხა 100 ლარი;
• განვადების მაქსიმალური თანხა 5 000 ლარი;
• განვადების პერიოდი 6 თვემდე;
• კლიენტის მონაწილეობა 0%;
• განვადების დამტკიცების შემთხვევაში კლიენტი არ იხდის თანხას. მათ შორის არც განვადების პროცენტს და არც საკომისიო გადასახადს; 


როგორ დაფაროთ განვადება
• განვადების დაფარვა შესაძლებელია როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ბანკში მოუსვლელად, ელექტრონული მომსახურების საშუალებით;
• TBC Pay-ს მომენტალური გადახდების აპარატით; 
• მობაილ ბანკით ან ინტერნეტ ბანკით;
• ავტომატური გადარიცხვების სერვისით.