შპს “ოცნება” ქართულ ბაზარზე 25  წელია არსებობს და სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა. მისი საქმიანობის სფერო თავდაპირველად ხე-ტყის გადამუშავებასა და ექსპორტის მიმართულებით განვითარდა. კომპანია ამ ხნის განმავლობაში განვითარდა და გაიზარდა.

2005 წელს პროდუქციის  სარეალიზაციოდ შეიქმნა და განვითარდა სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი „ოცნების სახლი“.  გარდა ამისა  შპს “ოცნებამ” მრავალი, წარმატებული პროექტი განახორციელა.

2013 წელს ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ვანილა“ ძველი ბათუმის ცენტრში.

2014 წლის ბოლოს ევროსტანდარტების შესაბამისი საბითუმო საწყობი აამუშავა, რომელიც ბათუმში, გაგარინის 20 ნომერში მდებარეობს.

კომპანიამ 2016 წელს ბათუმში, გორგილაძის 20 ნომერში მდებარე ფართი შეიძინა. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო და სარემონტო მასალების  მაღაზია ზაფხულში გაიხსნება.

ასევე 2016 წელს , შპს „ოცნებამ“ ახალი ქვებრენდის “მეგადორსის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2017 წელს  გაიხსნა. "მეგადორსი" იანვრის თვიდან  აწარმოებს კარებს როგორც ქართული, ასევე უცხოური ბაზრისთვის.

ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია ქართული პროდუქციის  წინა პლანზე წამოწევა  და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით.

კომპანიის კორპორაციული პოლიტიკა და ფასეულობები:

  • მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ მომხმარებელზე და  მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ვზრუნავთ;
  • მთავარი მიზანი მომხმარებლის ნდობის გამართლება და მაღალი დონის მომსახურებაა;
  • სიძლიერე მაღალკვალიფიცურ და მოტივირებულ პერსონალშია. მუდმივად ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და განვითარებაზე;
  • მთავარი პრინციპი გამჭირვალობა და სანდოობაა;
  • სამუშაო ადგილებსა და   ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს;
  • ვუჭერთ სამშენებლო სფეროში პროგრესული, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და წარმოებას;
  • მაღალი და სტაბილურად მზარდი  განვითარების მაჩვენებელი გვაქვს;

რატომ შ.პ.ს ,,ოცნება“?

  • ბაზარზე  ერთ-ერთი პირველია, რომელმაც  შიდა და გარე კარების  იმპორტი და გაყიდვები დაიწყო;
  • კომპანიებისა და სამშენებლო მაღაზიებისათვის აქ სპეციალური ფასებია;
  • –სარემონტო მასალების ფართო  არჩევანი და მაღალი ხარისხი;
  • მაღაზიათა ქსელი;
  • სასაწყობე მეურნეობა;
  • ლოჯისტიკა;
  • გამარტივებული  პროცესი;
  • საქონელის  დისტრიბუცია ბათუმის ტერიტორიაზე;
  • მოთხოვნაზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება;
  • გამოცდილი ხარისხი.